ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

„ეიჩესი ჯგუფი“ საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და 7 წელზე მეტია ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე 170-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს.

ჩვენი მთავარი მიზანი

შექმნისთანავე, კომპანიის მიზანს წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ამ დროის განმავლობაში, „ეიჩესი ჯგუფი’’-ს გუნდმა შეიმუშავა და განავითარა სერვისები, მიდგომები და ხარისხის მართვის სტრატეგიები, რომლებიც მორგებულია როგორც მსხვილ, ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესზე. კომპანია ითვალისწინებს პარტნიორი ორგანიზაციის მოთხოვნებს, სპეციფიკას და ქმნის კომუნიკაციის მოქნილ სისტემას და სარგებლობს პარტნიორების ნდობით.

ჩვენი ისტორია

2016

ეიჩესი ჯგუფის დაფუძნების თარიღი

2017

ეიჩესი ჯგუფი უკვე 20-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას უწევდა შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მომსახურებას

2018

ჯერ კიდევ კანონის გამკაცრებამდე, ეიჩესი ჯგუფი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და მცირე დროში პარტნიორთა რიცხვი 35-მდე გაზარდა

2019

გრძელვადიანი თანამშრომლობა ეიჩესი ჯგუფის პრიორიტეტია. 2019 წლის დასასრულისთვის ეიჩესი ჯგუფის ბალანსზე 50-მდე წარმატებული პროექტია

2020

პანდემიის გამო ეიჩესი ჯგუფისთვის გამოწვევების წელი იყო. ჩვენმა გუნდმა სწრაფად შეძლო ადაპტირება და ორგანიზაციებში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების უზრუნველყოფაც

2021

5-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ეიჩესი ჯგუფის გუნდისა და პარტნიორთა რიცხვი. 2021 წელს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მომსახურებას უწევს 100-მდე წამყვან კომპანიას საქართველოში

TOP