სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2022 წლის 4 ივლისს დამტიცდა. ეიჩესი ჯგუფის ორგანიზებით 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ სიახლეებზე. სემინარს გაუძღვა ნათია სვანიძე – შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ტრენერი და შრომის უსაფრთხოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი (შრომის ინსპექციაში და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით).