„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური“ – არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს და ახორციელებს შრომითი პირობების და შრომის უსაფრთხოების სისტემის აღსრულების მონიტორინგს, ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში. შრომის ინსპექციის სამსახურის მოვალეობაა, კომპანიებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩაატაროს ორი სახის ინსპექტირება: გეგმური და არაგეგმური. გეგმურია ინსპექტირება, როდესაც კალენდარული წლის გეგმის მიხედვით ობიექტზე ხორციელდება შემოწმება, რომელსაც წინ არ ახლავს