ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

„ეიჩესი ჯგუფი“ საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და 5 წელზე მეტია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. შექმნისთანავე, კომპანიის მიზანს წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ამ დროის განმავლობაში, „ეიჩესი ჯგუფის“ გუნდმა შეიმუშავა და განავითარა სერვისები, მიდგომები და ხარისხის მართვის სტრატეგიები, რომლებიც მორგებულია როგორც მსხვილ, ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესზე. ითვალისწინებს პარტნიორი ორგანიზაციის მოთხოვნებს, სპეციფიკას და ქმნის კომუნიკაციის მოქნილ სისტემას და სარგებლობს კლიენტებისა და პარტნიორების მაღალი ნდობით.

პარტნიორ კომპანიებში, ეიჩესი ჯგუფის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გამოცდილი გუნდის მიერ იგეგმება შრომის უსაფრთხოების სისტემით გათვალისწინებული ღონისძიებები: რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, უსაფრთხოების პროცედურების შემუშავება, დასაქმებულთა სწავლება და სხვა. ამ დროისათვის, „ეიჩესი ჯგუფი“ შრომის უსაფრთხოების სისტემის იმპლემენტაციას ახორციელებს 100-ზე მეტ კომპანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და სარგებლობს კლიენტებისა და პარტნიორების ნდობით.

ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასა და შრომის უსაფრთხოების, როგორც დარგის გაძლიერებაზე. ამ მიზნით, ვნერგავთ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც ექნებათ განგრძობითი ეფექტი და შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა გააგრძელონ მინიმალური რისკით.

ჩვენი ისტორია

2016

ეიჩესი ჯგუფის დაფუძნების თარიღი

2017

ეიჩესი ჯგუფი უკვე 20-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას უწევდა შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მომსახურებას

2018

ჯერ კიდევ კანონის გამკაცრებამდე, ეიჩესი ჯგუფი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და მცირე დროში პარტნიორთა რიცხვი 35-მდე გაზარდა

2019

გრძელვადიანი თანამშრომლობა ეიჩესი ჯგუფის პრიორიტეტია. 2019 წლის დასასრულისთვის ეიჩესი ჯგუფის ბალანსზე 50-მდე წარმატებული პროექტია

2020

პანდემიის გამო ეიჩესი ჯგუფისთვის გამოწვევების წელი იყო. ჩვენმა გუნდმა სწრაფად შეძლო ადაპტირება და ორგანიზაციებში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების უზრუნველყოფაც

2021

5-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ეიჩესი ჯგუფის გუნდისა და პარტნიორთა რიცხვი. 2021 წელს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მომსახურებას უწევს 100-მდე წამყვან კომპანიას საქართველოში

TOP