ქიმიკატები მრავალი ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ წარმოების პროცესში, შენარჩუნებაში და სხვა. თუმცა, ქიმიკატების სათანადო დამუშავებისა და შენახვის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები, დაზიანებები და გარემოს დაბინძურება. შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ბიზნესის მთავარი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქიმიურ ნივთიერებებს. რატომ არის
2019 წლის სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, რომლის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ თუ მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და დასაქმებულთა სწავლებას. ეს კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც: თითოეულ პროდუქტს უნდა გააჩნდეს პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაცია, ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამრეწველო სფეროში სამუშაო ძალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი საზრუნავია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მანქანა – დანადგარების მართვას. ამ ბლოგპოსტში ჩვენ ჩავუღრმავდებით უსაფრთხოების პროცედურების მნიშვნელობას
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება ნებისმიერი სამუშაო ადგილის შეუცვლელი ასპექტია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის. ამ ბლოგ პოსტში ჩვენ განვიხილავთ, თუ რატომ არის აუცილებელი სახანძრო-უსაფრთხოების ზომების მიღება თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის და იმ პრობლემებს, რომელთა თავიდან აცილებაც შეგიძლიათ. ბოლოს, პასუხს გავცემთ კითხვას: ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება ხარჯია თუ აუცილებელი ინვესტიცია? სახანძრო უსაფრთხოების უგულებელყოფის შედეგები: სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების გარეშე, თქვენი ბიზნესი
შრომის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ეიჩესი ჯგუფი გიზიარებთ 10 რჩევას შრომის უსაფრთხოებაზე. ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოებაზე თანაბრად მნიშნველოვანია დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვისაც. კანონი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მასში საუბარია არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების
შრომის უსაფრთხოება მუდმივად განახლებადი სფეროა. დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის მუდმივად იცვლება ან ახლდება დადგენილი სტანდარტები და ნორმები.ეიჩესი ჯგუფმა თავი მოუყარა ბოლოდროინდელ სიახლეებს. 1. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარი; ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2022 წლის 4 ივლისს დამტიცდა. ეიჩესი ჯგუფის ორგანიზებით 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ სიახლეებზე. სემინარს გაუძღვა ნათია სვანიძე – შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ტრენერი და შრომის უსაფრთხოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი (შრომის ინსპექციაში და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით).
პანდემიის პირობებში ტურიზმის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. საზღვრების გახსნასთან ერთად გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა უსაფრთხოებაზე და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობს, საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, MAGNUM OPUS-ი, TÜV AUSTRIA-ს ექსკლუზიური კონტრაქტორი, HSE GROUP-თან ერთად ტურიზმის სექტორს სთავაზობს ჰიგიენის მართვის საერთაშორისო სტანდარტის „V-SAFE“-ის დანერგვასა