აკრედიტებული კურსი

2021 წლის 10 ოქტომბრიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა ამოქმედდა.

ეიჩესი ჯგუფი ორგანიზაციის აკრედიტაციის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადებას.

დაინტერესებულ პირებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სწავლების გავლა შეუძლიათ როგორც სრული პროგრამით (230 საათი), ასევე, არასრული პროგრამით დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე (148 საათი).

აკრედიტებული პროგრამის დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე გავლის შემთხვევაში, სპეციალისტის დასაქმება შეუძლებელია მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. სამუშაოთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/document/view/4277583?publication=0

აკრედიტებულ პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლება და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა
7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
9. ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
10. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
11. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
12. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
13. შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
14. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
15. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
16. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
17. ტვირთის გადატანა
18. სიმაღლეზე მუშაობა
19. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
20. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
21. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
22. სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
23. პირველადი სამედიცინო დახმარება
24. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
25. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
26. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
27. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას
28. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში

სწავლების დასრულების შემდგომ მსმენელი სასერტიფიკატო გამოცდას ჩააბარებს სპეციალურ საგამოცდო ცენტრში. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ის მიიღებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს და ექნება უფლება, განახორციელოს სპეციალისტის საქმიანობა

TOP