HACCP სისტემის დანერგვა და კონსულტირება

HSE Group გთავაზობთ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის მომსახურებას.

2021 წლის 1 ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა იმ ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების ან ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა).

HACCP სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.

სისტემა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება:

• საფრთხის ანალიზი
• კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა
• კრიტიკული ზღვრების დადგენა
• მონიტორინგის პროცედურები
• მაკორექტირებელი ქმედებები
• გადამოწმება
• ჩანაწერების წარმოება

TOP