ნარჩენების მართვის გეგმა

HSE Group იურიდიულ პირებს სთავაზობს ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სერვისს.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება:

• 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან
• ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი ან
• 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი

ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

HSE Group-ის სერვისი მოიცავს:

• კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას
• წარმოქმნილი ნარჩენების შეფასებას
• ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის პროცესის კოორდინაციას

TOP