ტრენინგები

HSE Group დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით სავალდებულო და მიზნობრივ ტრენინგებს.

სავალდებულო სწავლება მოიცავს დასაქმებულთათვის განსაზღვრული პერიოდულობით შემდეგი ტრენინგების ჩატარებას:

  • შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი საკითხები და უსაფრთხო შრომის პრინციპები
  • საგანგებო სიტუაციები, საევაკუაციო ღონისძიებები და მათი განხორციელება
  • სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციები
  • არსებული რისკები და საფრთხეები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სპეციალიზირებული მიზნობრივი ტრენინგები კვალიფიკაციისა და პერსონალის ცნობიერების ზრდის მიზნით.

მიზნობრივი ტრენინგები მოიცავს:

  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზე მუშაობა
  • შეზღუდულ სივრცეში მუშაობა
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • ინსპექტირების პროცესი
  • შრომის უსაფრთხოება სამზარეულოს პერსონალისთვის
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • უსაფრთხოების მოთხოვნები საწყობის თანამშრომლებისათვის და სხვა.
TOP