Environmental Manager Certification Course

ეიჩესი ჯგუფი გთავაზობთ გარემოსდაცვითი მმართველის სასერტიფიკატო კურსს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასთან.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, კომპანია ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი და შეიმუშაოს ნარჩენების მართვის გეგმა, თუ მისი საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება:

  • ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი
  • 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი
  • 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი

 

ტრენინგის მიზანი:
გააცნოს მსმენელს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები და ნარჩენების გეგმის შედგენის ძირითადი პრინციპები

სწავლების შედეგები:
მსმენელი კურსის დასრულებისას შეძლებს:

  • იმსჯელოს ნარჩენების კლასიფიკაციაზე
  • შეაფასოს ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით
  • დაგეგმოს ნარჩენების მართვა
  • მოამზადოს და განაახლოს ნარჩენების მართვის გეგმა

ტრენინგის თემატიკა:

  • ნარჩენების მართვის კოდექსი და სფეროში მოქმედი კანონმდებლობა
  • ნარჩენების მართვის დაგეგმვა
  • სამედიცინო ნარჩენების მართვა
  • ნარჩენების ნუსხა და კლასიფიკაცია
  • ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგება
  • ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემა (wms.mepa.gov.ge)
  • ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვები და რეგისტრაცია
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
  • ნარჩენების მართვის გეგმის შედგენის პრინციპები

 

სწავლების მეთოდები:

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, პრაქტიკულ მუშაობას ნარჩენების მართვის გეგმის შედგენის ასპექტში

ხანგრძლივობა:

7 დღე; დღეში 2 საათი

 

 

ფორმატი:

ონლაინ (ZOOM-ის აპლიკაციის მეშვეობით)

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

  • ნებისმიერ სრულწლოვან პირს, ვისაც სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია და დასაქმდეს გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე
  • იურიდიული პირების წარმომადგენლებს, რომელთათვისაც სავალდებულოა გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრა

 

მსმენელები შეფასების მიზნით შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებას.

ტრენინგი სასერტიფიკატოა და დასრულების შემდგომ მსმენელებს გადაეცემათ გარემოსდაცვითი მმართველის სერტიფიკატი.

 

სარეგისტრაციო: https://forms.gle/wmm74FjVW7erW8Gz7

TOP