ათი წლის წინ, სამუშაო ადგილის უსაფრთხოება არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც დღეს. თუმცა, როგორც ბიზნესი იზრდებოდა და ვითარდებოდა, ასევე გაიზარდა ჩვენი გაგება თანამშრომლების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ცვლილება, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოვლინდა და დავინახეთ:
რეგულაციები და შესაბამისობა: მთავრობებმა და ინდუსტრიის ორგანოებმა შემოიღეს უფრო მკაცრი რეგულაციები, რამაც აიძულა კომპანიები ინვესტიციები ჩაედოთ უსაფრთხოების ზომებში. ეს რეგულაციები განსხვავდება ქვეყნებში, მაგრამ ყველა მათგანს აქვს საერთო მიზანი დასაქმებულების დაცვა.
ტექნოლოგიური მიღწევები: ტექნოლოგიის ინტეგრაციამ სამუშაო ადგილის უსაფრთხოებაში დიდი როლი ითამაშა. დაწყებული მობილური მოწყობილობებიდან, დასრულებული შეტყობინებების დახვეწილ სისტემებით, ტექნოლოგიამ ნამდვილად გადამწყვეტი როლი ითამაშა უბედური შემთხვევების შემცირებაში.
უსაფრთხოების კულტურა: კომპანიები უფრო მეტყ ურადღებას აქცევენ უსაფრთხოების კულტურას. სასწავლო პროგრამები, უსაფრთხოების წვრთნები და ღია საკომუნიკაციო არხები სტანდარტულ პრაქტიკად იქცა. თანამშრომლებს არა მხოლოდ ეძლევათ განათლება უსაფრთხოების პროტოკოლების შესახებ, არამედ მოუწოდებენ შეატყობინონ საფრთხის შესახებ.
შრომის ინსპექცია ყოველდღიურად იკვლევს კომპანიებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას,რამდენად დაცულია და თანამშრომლებისთვის არის თუ არა უსაფრთხო სამუშაო გარემო.
რა არის გამოძიება?
სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის, პროფესიული დაავადების და საშიში შემთხვევის გამოძიება არკვევს, როგორ და რატომ მოხდა არასასურველი მოვლენა (ავარია, დაინფიცირება, სახიფათო მოვლენა, დაუდევრობა) და ადგენს იმ ზომებს, რომელთა გატარებაც საჭიროა მსგავსი მოვლენის თავიდან ასაცილებლად.
რაც იწვევს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებას.
გამოძიება რეაქტიულია, რადგან ჯერ უნდა მოხდეს მოვლენა, რომლის შედეგადაც დაიწყება გამოძიება. შრომის ინსპექტორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ ის, თუ რა იყო მოვლენის შედეგი, არამედ ისიც თუ როგორ და რატომ მოხდა ის, რადგანაც მოხდეს მომავალში მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღება, რაც გააუმჯობესებს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მართვის სისტემას.
შეტყობინებების საფუძველზე დაყრდნობით შრომის ინსპექციამ გამოავლინა საქართველოში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა.
2022 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების საფუძველზე ინსპექტირება განხორციელდა 192 ობიექტზე.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები ნიშნავს, დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანებას, შრომისუნარიანობის შეზღუდვას ან გარდაცვალებას.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის სტატისტიკა სქესისა და მიგრანტის სტატუსის მიხედვით ასე გამოიყურება:
ჯამში დაშავდა 261 კაცი და გარდაიცვალა 35, ქალების შემთხვევაში დაშავდა – 69 და გარდაიცვალა – 0 .
თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხიების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ზედამხედველ ორგანოს აცნობოს საშუალო, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევების შესახებ.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან დაფიქსირდა:
3 მასობრივი უბედური შემთხვევა;
დაშავებულთაგან 87 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი11; კაცი 76);
243 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 58; კაცი 185)
მეთოდოლოგია საერთაშორისო გამოცდილებასა და ქვეყანაში მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას ინდიკატორების საფუძველზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ინციდენტობის კუთხით აჯგუფებს და ჰყოფს განსაკუთრებით მაღალ, ძალიან მაღალ, მაღალ, საშუალო და დაბალ რისკის სექტორებად.
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა პრიორიტეტული დარგების მიხედვით შემდეგნაირია: განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში – 17 შემთხვევა, ძალიან მაღალი რისკის ჯგუფში – 7 შემთხვევა, მაღალი რისკის ჯგუფში – 9 შემთხვევა, საშუალო რისკის ჯგუფში – 1 შემთხვევა, დაბალი რისკის ჯგუფში – 1 შემთხვევა.