ეიჩესი ჯგუფის ორგანიზებით 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ სიახლეებზე.
სემინარს გაუძღვა ნათია სვანიძე – შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ტრენერი და შრომის უსაფრთხოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი (შრომის ინსპექციაში და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით).
სემინარის განმავლობაში განხილული საკითხებია:
1. ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული საკითხები
2. მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები
3. ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები.