შრომის უსაფრთხოება მუდმივად განახლებადი სფეროა. დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის მუდმივად იცვლება ან ახლდება დადგენილი სტანდარტები და ნორმები.ეიჩესი ჯგუფმა თავი მოუყარა ბოლოდროინდელ სიახლეებს.
1. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარი; ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება უფლებამოსილება განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ვრცლად
2. ტექნიკური რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ამოქმედდება 2023 წლის 1 მარტიდან. დადგენილება 590
3. ცვლილებები შევიდა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში დადგენილება 457 ვიდეო
4. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დადგენილება 341 ვიდეო