HSE Group კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სერვისს, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ სამუშაო სივრცეების ფაქტობრივი დათვალიერება, პროცესებზე დაკვირვება
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობითა და წესით შესაბამისი დოკუმენტირებით
- შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება - შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, COVID-19-ის დროს რეაგირების გეგმა, სახანძრო უსაფრთხოების წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, კონტრაქტორებთან მუშაობის პოლიტიკა და სხვა
- კომპანიაში მიმდინარე სამუშაო პროცესების შესაბამისად უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავება - კიბეზე მუშაობა, ხარაჩოზე მუშაობა, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, ქიმიური ნივთიერებები და სხვა
- ანგარიშგება კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
- პერსონალის სწავლება - როგორც კანონმდებლობით სავალდებულო, ასევე, მიზნობრივი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პირველ ეტაპზე დამკვეთს წარედგინება ინდივიდუალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმა განსახორციელებელი ღონისძიებებისა და პერიოდულობის მიხედვით.