2021 იანვრიდან სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური პასუხისმგებელია შრომის სტანდარტებში თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ დებულებების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაზე.
შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს გაზრდილი მანდატი, გააკონტროლოს და დაიცვას არადისკრიმინაციული პრინციპები, როგორც კანდიდატებთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასევე მიმდინარე შრომითი ურთიერთობების დროს.
დისკრიმინაციული მოპყრობა დაფიქსირდა 50-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტის მიმართ, რის შედეგადაც გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა ოქმები. სასჯელი მოიცავდა გაფრთხილებას და ჯარიმებს რეგულაციების დარღვევისთვის.
2022 წელს შრომის ინსპექციის სამსახურმა 47 მეწარმეს მიმართა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლების მიმართ არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევის გამო.
დამსაქმებლებმა გამოაქვეყნეს ვაკანსიები დისკრიმინაციული კრიტერიუმებით,მათ შორის :
ასაკობრივი შეზღუდვა 39 შემთხვევა
გენდერული შეზღუდვა 21 შემთხვევა
შერჩევა გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით 2 შემთხვევა.
წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომელთა საჩივრების რაოდენობა შრომის ინსპექციის სამსახურში, 2022 წელს სულ 27 საჩივარი შევიდა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, მათ შორის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული საჩივრების საფუძველზე ინაპწქტირება ჩატარდა 18 ბიზნეს სუბიექტის მიმართ და 5 შემთხვევაში დაფიქსირდა დისკრიმინაცია. 5 საქმეზე საქმის წარმოება სხვადასხვა მიზეზით შეწყდა, 11 შემთხვევაში კი არ დადგინდა დისკრიმინაციული მოპყრობა.
27 საჩივრიდან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრება, 2 პოლიტიკური შეხედულება, 1 ეროვნება, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია, 1 ვიქტიმიზაციის დადგენა.
შრომის ისნპექციის დეპარტამენტი აქტიურად ებრძვის სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას, სექსუალურ შევიწროვებას და გენდერულ საკითხებს.
მათი მთავარი მიზანია დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილებზე ღირსეული სამუშაო პირობების შენარჩუნება.