ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, იურიდიული პირი ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, თუკი მისი საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება:
• 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან • ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი ან • 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი
HSE Group-ის სერვისი მოიცავს:
• კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას • წარმოქმნილი ნარჩენების შეფასებას • ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის პროცესის კოორდინაციას