HSE Group დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით სავალდებულო და მიზნობრივ ტრენინგებს.
სავალდებულო სწავლება მოიცავს დასაქმებულთათვის განსაზღვრული პერიოდულობით შემდეგი ტრენინგების ჩატარებას:
- შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი საკითხები და უსაფრთხო შრომის პრინციპები
- საგანგებო სიტუაციები, საევაკუაციო ღონისძიებები და მათი განხორციელება
- სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციები
- არსებული რისკები და საფრთხეები
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სპეციალიზირებული მიზნობრივი ტრენინგები კვალიფიკაციისა და პერსონალის ცნობიერების ზრდის მიზნით.
მიზნობრივი ტრენინგები მოიცავს:
- სახანძრო უსაფრთხოება
- სიმაღლეზე მუშაობა
- შეზღუდულ სივრცეში მუშაობა
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- ინსპექტირების პროცესი
- შრომის უსაფრთხოება სამზარეულოს პერსონალისთვის
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- უსაფრთხოების მოთხოვნები საწყობის თანამშრომლებისათვის და სხვა.
- დამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირების ტრენინგი
- სიმაღლეზე მუშაობის სასერტიფიკატო კურსი
- პირველადი სამედიცინო დახმარების სასერტიფიკატო ტრენინგი
- ტრანსპორტის უსაფრთხოების ტრენინგი