HSE Group კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სერვისს, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ სამუშაო სივრცეების ფაქტობრივი დათვალიერება, პროცესებზე დაკვირვება
საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობითა და წესით
შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება – შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, სახანძრო უსაფრთხოების წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, კონტრაქტორებთან მუშაობის პოლიტიკა და სხვა
კომპანიაში მიმდინარე სამუშაო პროცესების შესაბამისად უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავება – კიბეზე მუშაობა, ხარაჩოზე მუშაობა, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, ქიმიური ნივთიერებები და სხვა
ანგარიშგება კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
პერსონალის სწავლება – როგორც კანონმდებლობით სავალდებულო, ასევე, მიზნობრივი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პირველ ეტაპზე დამკვეთს წარედგინება ინდივიდუალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმა განსახორციელებელი ღონისძიებებისა და პერიოდულობის მიხედვით.