HSE Group გთავაზობთ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის მომსახურებას.
2021 წლის 1 ივნისიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა იმ ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების ან ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა).
HACCP სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.
სისტემა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება:
• საფრთხის ანალიზი • კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა • კრიტიკული ზღვრების დადგენა • მონიტორინგის პროცედურები • მაკორექტირებელი ქმედებები • გადამოწმება • ჩანაწერების წარმოება