HSE Group არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორს შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ მომსახურებას. ჩვენ გვჯერა, რომ მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია მიმწოდებლის გამოცდილებასთან, ამიტომ 10 წლიანი გამოცდილების აკრედიტირებული გუნდი თქვენს კომპანიაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მყარი გარანტია.
ჩვენ გთავაზობთ შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით საკონსულტაციო და აუთსორს მომსახურებას, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოიყვანს თქვენს საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობასთან .