შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა

HSE Group კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სერვისს, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ სამუშაო სივრცეების ფაქტობრივი დათვალიერება, პროცესებზე დაკვირვება
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობითა და წესით
  • შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება - შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, სახანძრო უსაფრთხოების წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, კონტრაქტორებთან მუშაობის პოლიტიკა და სხვა
  • კომპანიაში მიმდინარე სამუშაო პროცესების შესაბამისად უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავება - კიბეზე მუშაობა, ხარაჩოზე მუშაობა, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, ქიმიური ნივთიერებები და სხვა
  • ანგარიშგება კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
  • პერსონალის სწავლება - როგორც კანონმდებლობით სავალდებულო, ასევე, მიზნობრივი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პირველ ეტაპზე დამკვეთს წარედგინება ინდივიდუალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმა განსახორციელებელი ღონისძიებებისა და პერიოდულობის მიხედვით.

TOP