გარემოსდაცვითი აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციის საქმიანობის, საწარმოო პროცესებისა და მართვის სისტემების კომპლექსურ შეფასებას გარემოს დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. აუდიტი მოიცავს საწარმოო-ტექნოლოგიური ციკლის ანალიზს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რესურსების გამოყენების ეფექტიანობის განსაზღვრასა და ნარჩენების მართვის პრაქტიკის შეფასებას.
სერვისის მიზანია გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიცირება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების დანაკარგებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა.