გარემოს დაცვა

საქართველოს მოქმედი გარემოსდაცვითი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვა თითოეული კომპანიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გარემოსდაცვითი სტანდარტების უგულებელყოფა არა მხოლოდ სოლიდურ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის, არამედ პირდაპირ აისახება ბიზნესის რეპუტაციასა და კორპორატიულ მდგრადობაზე.

HSEGroup გთავაზობთ სრულ გარემოსდაცვით მხარდაჭერას, რაც თქვენს კომპანიას კანონით დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებაში და შესაძლო ჯარიმების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

სერვისები

  • ნარჩენების მართვის გეგმა
  • გარემოსდაცვითი აუდიტი
  • გარემოსდაცვითი მმართველის მომსახურება
  • სკრინინგი,სკოპინგი,გზშ
  • გარემოსდაცვითი ტრენინგები
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში
  • მაცივარაგენტებზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების ანგარიშების წარმოება
  • არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის ტრანსპორტორების და შეგროვიბს ნებართვის მისაღებას დოკუმენტაციის მომზადება და განაცხადის წარდგენა ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში

    რატომ HSE Group?
  • სოლიდური სანქციების თავიდან აცილება:ჩვენ უზრუნველვყოფთ რისკების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც თავიდან აგარიდებთ გარემოსდაცვითი ინსპექციების მიერ დაკისრებულ მაღალ ჯარიმებსა და საქმიანობის შეჩერებას.
  • კორპორატიული მდგრადობა (ESG):გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით აამაღლებთ კომპანიის რეპუტაციას, ნდობასა და კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
  • პროფესიონალური მხარდაჭერა:ჩვენი  გუნდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო უწყებებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და დოკუმენტაციის დროულ შეთანხმებაზე.