გაფრთხილება კატასტროფის დაწყებამდე
იცოდით, რომ სერიოზულ უბედურ შემთხვევამდე კომპანიაში საშუალოდ 300 საშიში შემთხვევა ხდება, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს?
ინციდენტების დროული შეტყობინება და მოკვლევა არ არის ვინმეს დასჯის მექანიზმი — ეს არის ბიზნესის დაცვის ერთადერთი გზა.
რას მოიცავს გამართული პროცესი?
📌 ინციდენტის შეტყობინების პროცედურა — მარტივი და სწრაფი სისტემა, სადაც თანამშრომელს არ ეშინია შეცდომის გამჟღავნების.
🔍 მოკვლევის პროცესი — ფაქტების ობიექტური შეგროვება და სიტუაციის გაანალიზება.
🎯 ძირეული მიზეზის ანალიზი (Root Cause Analysis) — პრობლემის ნამდვილი სათავის მიგნებას (და არა უბრალოდ „დამნაშავის“ პოვნას).
🛡️ მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებები — კონკრეტული ნაბიჯები, რომ იგივე შემთხვევა მეორედ არასდროს განმეორდეს.
📁 ჩანაწერების წარმოება — დოკუმენტაცია, რომელიც იცავს კომპანიას როგორც სამართლებრივად, ისე ინსპექტირებისას.
არ დაელოდოთ ინციდენტის ტრაგედიად ქცევას. მოაწესრიგეთ შრომის უსაფრთხოების პროცესები პროფესიონალებთან ერთად!