პანდემიის პირობებში ტურიზმის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. საზღვრების გახსნასთან ერთად გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა უსაფრთხოებაზე და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობს, საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, MAGNUM OPUS-ი, TÜV AUSTRIA-ს ექსკლუზიური კონტრაქტორი, HSE GROUP-თან ერთად ტურიზმის სექტორს სთავაზობს ჰიგიენის მართვის საერთაშორისო სტანდარტის „V-SAFE“-ის დანერგვასა