„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური“ – არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს და ახორციელებს შრომითი პირობების და შრომის უსაფრთხოების სისტემის აღსრულების მონიტორინგს, ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.
შრომის ინსპექციის სამსახურის მოვალეობაა, კომპანიებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩაატაროს ორი სახის ინსპექტირება: გეგმური და არაგეგმური.
გეგმურია ინსპექტირება, როდესაც კალენდარული წლის გეგმის მიხედვით ობიექტზე ხორციელდება შემოწმება, რომელსაც წინ არ ახლავს არანაირი ინციდენტი, საშიში ან უბედური შემთხვევა. ინსპექტირების მიზანია შემოწმდეს კომპანიაში არსებული სისტემური და უშუალო ფაქტორები. შრომის ინსპექციის სამსახურის ინსპექტირება ხელს უწყობს კომპანიაში არსებული სისტემის ხარვეზების გამოვლენას.
არაგეგმური ინსპექტირების დროს ინსპექტირების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევა, საშიში შემთხვევა, დაინტერესებული პირის საჩივარი. საჩივარი შეიძლება იყოს ნებისმიერი გამვლელი ადამიანის ფოტო/ვიდეო მასალა ან უშუალოდ დასაქმებული, თუმცა არსებობს ერთი მთავარი წესი – დაინტერესებული პირის ვინაობა აუცილებლად უნდა დგინდებოდეს. შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ინსპექტორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ვინაობა.
ინსპექციის შესვლის შემდეგ კომპანიას აქვს უფლება იკითხოს გეგმურია თუ არაგეგმურია ეს ვიზიტი.
არაგეგმური ინსპექტირების დროს ინსპექტორს არ აქვს უფლება დაასახელოს რა გახდა ამ ინსპექტირების საფუძველი.
გეგმური ინსპექტირების ფარგლებში, დამსაქმებელს მინისტრის ბრძანებით უფლება აქვს მოითხოვოს გეგმური ინსპექტირების დამადასტრებელი დოკუმენტი, შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მთავარი ინსპექტორი გამოსცემს და ამტკიცებს.
შრომის ინსპექციის სამსახური ორივე შემთხვევაში ახორციელებს სრულ ან ნაწილობრივ ინსპექტირებას. ეს არის დამოკიდებული საქმიანობაზე.
გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების დროს ინსპექტირების მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს შრომის პირობების ან შრომითი უფლებების შემოწმება.
შრომის უსაფრთხოებაზე ინსპექტირების დროს, ინსპექცია ამოწმებს სამუშაო სივრცეს, ახდენს საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებას, ასევე ახორციელებს დოკუმენტაციის მონიტორინგს. ინსპექტირების საფუძველზე დგება სამართლებრივი აქტი ანუ კონკრეტული მითითებები.
შრომით უფლებებზე ინსექტირების დროს, ინსპექცია ამოწმებს შრომით ხელშეკრულებებს, ვაკანსიის გამოცხადების პრაქტიკასა და პირობებს,ზეგანაკვეთური სამუშაოების არსებობასა და მისი ანაზღაურების წესს და ა.შ.
ინსპექტორს აქვს უფლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განახორციელოს ინსპექტირება, რაზეც უარის თქმა არ შეუძლია ობიექტს. თუმცა, ინპსექტორს არ აქვს უფლება ინსპექტირება დაიწყოს დამსაქმებლის ან უშუალო წარმომადგენლის გარეშე.
როგორ გავიგოთ მართლა შრომის ინსპექციიდან არის თუ არა ინსპექტორი?
უშუალოდ ვიზიტზე შესვლისას დამსაქმებელს შეუძლია ინსპექტორს მოსთხოვოს სამსახურეობრივი მოვალეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აუცილებელია, რომ შრომის ინსპექციიის სამსახური ობიექტზე მივიდეს შესაბამისი ეკიპირებით და ავტომობილით.
თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, ნამდვილად შრომის ინსპექციიდან არიან თუ არა, დაურეკეთ საკუთარ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და გასაუბრების შემდეგ მიიღებთ ზუსტ პასუხს.
ინსპექტორი ობიექტზე შესვლისთანავე იწყებს ფოტო/ვიდეო გადაღებას, რადგან მოხდეს იდენტიფიცირება რისკების და საფრთხეების. სანამ დაიწყებს სამხრე კამერით გადაღებას აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ ამის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღება არ მთავრდება იქამდე, სანამ ინსპექტორი არ დატოვებს სივრცეს.
ინსპექტორის უფლებები:
- ინსპექტირების პროცესში ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, იქნება ეს დამსაქმებელი თუ დასაქმებული ინდივიდუალურად გაესაუბროს. თუ სამუშაო სივრცეში ვერ ხერხდება სრულყოფილად გამოკითხვა ინსპექციის სამსახურს აქვს უფლება ცალკე დაიბაროს სუბიექტი გამოკითხვისთვის.
- ინსპექტირების ფარგლებში ინსპექტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა. მათ შორის – კონფიდენციალური ინფორმაციის, როგორიცაა: კომპანიის შიდა სტრუქტურული მოწყობა, შინაგანაწესი,შრომითი პირობები,სხვა კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები და ა.შ.
- ასევე, აქვს უფლება დალუქოს ნებისმირი ნივთი, მასალა ან ნივთიერება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან არის კავშირში.
თუ ინსპექტორს არსებულ კომპანიასთან აქვს/ჰქონია გადაკვეთა, უმუშავია ან ფინანსურ სარგებელს იღებს მისგან, არ აქვს უფლება ინსპექტირება განახორციელოს ობიექტზე, ზემდგომი პირის ინფორმირებამდე.
შრომის ისნპექციის მიერ დაკისრებული სანქციები:
შრომის ინსპექცია იყენებს სამი სახის სანქციას:
- გაფრთხილება
- ჯარიმა
- სამუშაო პროცესის შეჩერება
სანქციის ყველაზე გავრცელებული სახეა გაფრთხილება, რადგან შრომის ინსპექციის სამსახური,მიზნად არ ისახავს სამუშაო პროცესის შეჩერებას ან კომპანიისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას. მათი პრეროგატივა შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებაა.
გაფრთხილება მოიცავს პირველადი ოქმის ჩაბარებას და კონკრეტული შეუსაბამობის ჩამოწერას, რომელსაც აქვს შესრულების კონკრეტული ვადები. ეს ვადა შეიძლება იყოს 20,30 ან 40 დღე (ვადა განისაზღვრება ოქმში). გაფრთხილების გაცემის შემდეგ, შეუსრულებელი მითითებებისთვის განისაზღვრება ჯარიმა.
შეუსაბამობა სამი სახისაა:
- არაარსებითი
- არსებითი
- კრიტიკული
არაარსებითია შეუსაბამობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში არ აყენებს საფრთხის წინაშე დასაქმებულს და სხვა პირებს.
არსებითია შეუსაბამობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში არ აყენებს ზიანს, მაგრამ მისი გამოუსწორებლობა, მომავალში გამოიწვევს დაზიანებას. არსებითი შეუსაბამობის გამოსწორება შესაძლებელია სამუშაო სივრცეში საქმიანობის შეჩერების გარეშე.
კრიტიკულია, როდესაც აღნიშნულმა შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა.
ინსპექტირების პირველ ეტაპზე შეიძლება გაიცეს ჯარიმაც და გაფრთხილებაც. რა სახის სანქცია გაიცემა დამოკიდებულია შეუსაბამობებზე.
ეიჩესი ჯგუფის დახმარებით 80-ზე მეტმა კომპანიამ წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული პირველადი და განმეორებითი ინსპექტირება, ასევე, გუნდს აქვს 20- ზე მეტი მოკვლეული უბედური შემთხვევა.
👉დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით