საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები: ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ხმაური, განათება, ზედაპირის ტემპერტურა.
ასევე, დაგეგმოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ზემოთ ხსენებულმა ფაქტორებმა საფრთხე არ შეუქმნას როგორც დასაქმებულებს, ასევე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
გარემოს ფიზიკური ფაქტორების გასაზომად არსებობს სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ფართო სპექტრის სფეროებში.
თერმომეტრი – ტემპერატურის და ზოგადად მიკროკლიმატის მონაცემების გაზომვა ჰიგიენურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლის მიზნით უნდა ჩატარდეს წლის თბილ და ცივ პერიოდში.
ხმაურმზომი – ხმაურის დონის მრიცხველი, რომელიც ზომავს ხმის დონეს 30-დან 130 დეციბელამდე.
ინფრაწითელი თერმომეტრი – ინფრაწითელი თერმომეტრი გამოიყენება ობიექტის ან ტერიტორიის ზედაპირული ტემპერატურის გასაზომად, ობიექტზე შეხების გარეშე.
ანემომეტრი – არის დისტანციური მზომი,ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ჰაერის ტემპერატურის,სიჩქარისა და ნაკადის გაზომვისთვის.
ლუქსმეტრი – არის განათების გაზომვის მოწყობილობა. ეს მოწყობილობა შედგება სინათლის მიმღებისა და საზომი ნაწილისგან.
ტენიანობის მზომი – არის ტენიანობის მონაცემთა მზომი და აღმრიცხველი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ანალიზის მიზნით.
ფიზიკური ფაქტორებიდან ერთ-ერთი არის ხმაური, რომლის გაზომვები უნდა ჩატარდეს სამუშაო ადგილზე არსებული ხმაურის ფაქტობრივი დონის მოქმედ დასაშვებ დონეებთან შესაბამისობის გასაკონტროლებლად.
როგორც წესი, ადამიანებისთვის 40-45 დეციბელი მოცულობის ხმაური დღის განმავლობაში სავსებით ასატანია, ღამე კი ეს მაჩვენებელი 35 დეციბელამდე მცირდება.
ხმაურს, რომელიც 100 დეციბელს აჭარბებს, რეგულარულად წარმოიქმნება და ხანგრძლივია, ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხმაურის მაქსიმალურად დასაშვები დონე 85 დეციბელია.
კანონის მთავარი მოთხოვნა და აზრი მავნე ხმაურის დონის რეგულაციაა, რათა ყველა კომპანიაში დაცული იყოს უსაფრთხოების ოფიციალური მოთხოვნები.
ნორმალური კლიმატის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პირობა კომპანიის ფუნქციონირებისთვის. ოფისში ტემპერატურა გავლენას ახდენს არა მხოლოდ თანამშმრომლის ჯანმრთელობაზე, არამედ მათ პროდუქტიულობაზე.
საწარმოო სათავსების მიკროკლიმატის დამახასიათებელი მაჩვენებლებია:
ა) ჰაერის ტემპერატურა ბ) ზედაპირების ტემპერატურა გ) ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა დ) ჰაერის მოძრაობის სიჩქარე ე) სითბური გამოსხივების ინტენსივობა
ოპტიმალური მიკროკლიმატური პირობები სახელწმიფოს მიერ, დადგენილია ადამიანის ოპტიმალური სითბური და ფუნქციური მდგომარეობის კრიტერიუმების მიხედვით.
ეს მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის საწარმოო სათავსის სამუშაო ადგილების მიკროკლიმატის მაჩვენებლებზე, სავალდებულოა ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისთვის.
მიკროკლიმატის მონაცემების გაზომვა ჰიგიენურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლის მიზნით უნდა ჩატარდეს წლის თბილ და ცივ პერიოდში ანუ წელიწადში მინიმუმ ორჯერ.
განათება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიგიენური მაჩვენებელი, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა.
ძლიერმა მკვეთრმა სინათლემ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და სწრაფი დაღლილობა, მკრთალი შუქი თვალებს დაძაბავს რაც წვას და სიწითლეს გამოიწვევს,
სწორედ ამიტომ, სამუშაო ადგილის განათების წესის დაცვით შეგიძლიათ შეამციროთ დაღლილობა და გაზარდოთ თქვენი თანამშრომლების პროდუქტიულობა.
სხვადასხვა სფეროებში, ოფისებში, საწარმოებში და ა.შ არის სხვადასხვა მოთხოვნები, რის მიხედვითაც რეგულირდება განათების დონე.
განათება იზომება, როგორც ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის რაოდენობა,მისი გაზომვა ხდება „ლუქსის“ ერთეულებით.
(დამსაქმებელი ვალდებულია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფაქტორები.
ერთ-ერთი საწარმოო ფაქტორი ზედაპირების ტემპერატურის გაზომვაა, რომელიც სავალდებულოა ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისთვის.
ზედაპირის ტემპერატურა საჭიროა გაიზომოს იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო ადგილები დაშორებულია მათგან არა უმეტეს 2მ მანძილით.
ზედაპირის ტემპერატურის მზომი ინფრაწითელი თერმომეტრი, შექმნილია სამრეწველო მოხმარებისთვის. ინფრაწითელი თერმომეტრი მუშაობს ამა თუ იმ ობიექტის ტემპერატურის დადგენით.
მიკროკლიმატის მონაცემების გაზომვა ჰიგიენურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლის მიზნით უნდა ჩატარდეს წლის თბილ და ცივ პერიოდში, წელიწადში მინიმუმ ორჯერ.
სამუშაო გარემოში ისეთივე მნიშვნელოვანია საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა და დაცვა, როგორიც შრომის უსაფრთხოების კანონმდელობლობის დანერგვა სამუშაო სივრცეში.